საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას მხარს დაუჭერს

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

როგორც უღუმენმა მიქაელ ბრეგვაძემ „ქრონიკასთან” განაცხადა, ქართული მხარე ჯერ კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას დაელოდება, რათა ყველა ეკლესიასთნ კონსესუსი შედგეს.

უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს. ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ სტამბოლში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.  ექსპერტების აზრით, სტამბოლში პატრიარქ კირილის ვიზიტი რუსეთისთვის დიპლომატიური  მარცხით დასრულდა, რადგან მსოფლიო პატრიარქმა უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში მოხდება – ინფორმაციას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის,  კიევის საპატრიარქოს არქიეპისკოპოსი ევსტრათე ადასტურებს. ცნობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ემანუელმა დაადასტურა.

/</a></iframe>