საქართველოს ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის სრული მხარდაჭერა აქვს – დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს აქვს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრ დავით ზალკალიანსა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შორის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს და მათი კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას, რეგიონში არსებულ გამოწვვებს,საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. მინისტრმა სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა ბობ კორკერს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ.

დავით ზალკალიანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამის თაობაზე, რომელთა შორის ერთ–ერთიპრიორიტეტი სწორედ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში სრულფასოვან ინტეგრტაციას წარმოადგენს. 

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს საქართველოს აქტიური ორპარტიული მხარდაჭერისთვის, რაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ ინიციატივებით აღინიშნა.

„ბობ კორკერთან, ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე რომელიც საქართველოს აქვს აშშ სენატის მხრიდან, რაც გამოიხატება კონსოლიდირებულ აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ეროვნულითავდაცვის ავტორიზაციის აქტში არსებული მკაფიო ჩანაწერებით, ასევე რეზოლუციებსა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებაში. სენატორმა ჩემგან მოისმინა ამომწურავიინფრმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ უკანონო ქმედებებთან მიმართებაში, რაც ადგილზე ხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მხრიდან და სენატისსაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან ადრეც გვქონდა და მომავალშიც გვექნება მტკიცე მხარადჭერა“ – განაცახდა დავით ზალკალიანმა შეხვედრის შეფასებისას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას იღებს რელიგიის თავისუფლების საკითხზემიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაში. მინისტერიალს 40-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაღალი რანგის დელეგაცია ესწრება. როგორც მინიტრმა აღნიშნა „საქართველოსმიეცემა შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით რელიგიის თავისუფლების კუთხით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოანგარიშში საქართველოს მდგომარეობა პოზიტიურად არის წარმოჩენილი, განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ოკუპირებულრეგიონებში და ბუნებივია ჩვენი მხრიდან ამაზე აქცენტი გაკეთდება“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ასევე სახელმწიფო დეპარტამენტში და ექსპერტულ წრეებთან. ​

">