„საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს“

ლიტვის პრემიერმინისტრის თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ამ პოზიციას შეინარჩუნებს. ამის შესახებ საულიუს სკვერნელისმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მივესალმებით თქვენს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზე ხელმოწერას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მდგრადი ძალისხმევის შედეგი და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა ლიტვის პრემიერმა.

 

 

">