საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალში მეექვსედ ჩაერთო

საქართველო ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე მეექვსედ იყო წარმოდგენილი. მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვენლოვანეს ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, წელს ოთხი ქართველი მოზარდი გაემგზავრა:

გიორგი სოლომანაშვილი (თბილისი)
ქეთევან შავაძე (ბათუმი)
ელენე მინდიაშვილი (გორი, სოფელი დიცი)
სალომე ბერძენიშვილი (თბილისი)

წლევანდელი კინოფესტივალი გამოირჩეოდა ფილმების მსოფლიო პრემიერების სიუხვით. ფესტივალზე მიწვეული იყვნენ ფილმების ავტორები. ჩვენებების შემდეგ, მოზარდებს მათთან შეხვედრისა და გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდათ.

">