„საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან“ – ანდრეი ილარიონოვი

საქართველოს და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან სამწუხაროდ მოხსნილია – ამის შესახებ განცხადება, ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტმა ანდრეი ილარიონოვმა გააკეთა.

ილარიონოვნმა საგარეო მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების კუთხით, ფაქტობრივად არ მუშაობს.

„შეხედეთ რა ხდება ბოლო ხუთი წელია. საქართველო გაქრა მსოფლიო დღის წესრიგიდან. მასზე არავინ საუბრობს. არავინ წერს. არ არიან არც ქართველი სპიკერები და არც ისინი ვინც საქართველოზე ილაპარაკებს, ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. იყო ადამიანების გატაცების ფაქტები. მავთულხლართების გაბმის ფაქტები მაგრამ მსოფლიომ ამის შესახებ არ იცის. რადგან ამაზე საქართველოს ხელისუფლება არ ლაპარაკობს. 2003-დან 2012-მდე საქართველოს ჰყავდა ძლიერი სპიკერები, რომლებიც მსოფლიო დონეზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. მაშინ საქართველოს გაიცნო მსოფლიომ. სპიკერები ყველა ფაქტებზე საუბრობდნენ და ყველა პრობლემა მსოფლიო განხილვის თემა ხდებოდა. რეალურად 2008 წელს სწორედ ამან შეაჩერა რუსეთის ფართო მასშტაბიანი შემოჭრა, ქვეყნის პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვა არის დამატებითი დაცვის ბერკეტები, რომელიც ქვეყანას აგრესორისგან დაიცავს. უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში რაც მოხდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში არის საერთაშორისო დაცვის მექანიზმის მოშლა. ეს აწყობილი სტრუქტურა მთლიანად ლიკვიდირებულია“, – აცხადებს ილარიონოვი.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>