საქართველო Doing Business-ის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა

საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ასეთია მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, Doing Business 2019-ის მონაცემები. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ეს ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი უკვე მეოთხედ მოხვდა.

Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.

">