„რეზონანსი“: საქართველო ახალ მოიერიშე თვითმფრინავს 2020 წლისთვის ამზადებს

საქართველო ახალ მოიერიშე თვითმფრინავს, „ჯე-31 ბორა“-ს 2020 წლისთვის ამზადებს, რომელიც „სუ-25“-ის განახლებული ვერსია იქნება და პროექტის წარმატებული რეალიზების შემთხვევაში, შესაძლოა ითქვას, რომ ის ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორიც „სუ-25“-ია. ამასთან დაკავშირებით „რეზონანსი“ ბრიგადის გენერალს და ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

სალუქვაძის თქმით, ახალი თვითმფრინავი იქნება, ფაქტობრივად, „სუ-25“-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ექნება გაცილებით თანამედროვე ავიაონიკა და განახლებული ძრავები, ხოლო მასზე მოთხოვნა ისეთივე იქნება, როგორიც „სუ-25“-ზეა.

„ახალი ქართული თვითმფრინავი ისეთივე მოთხოვნადი იქნება, როგორი მოთხოვნადიც არის მსოფილიოში „სუ-25“. ასე რომ, შესაძლებელია კონკურენციის გაწევა თავის კლასში, ვგულისხმობ უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავებს, როგორიც „სუ-25“ არის“, – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

არსებული ინფორმაციით, ახალი თვითმფრინავის ღირებულება 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

/</a></iframe>