საპატრიარქო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგება  მარიხუანას ნებისმიერი მიზნით მოყვანა-რეალიზაციის ლეგალიზებას

კანაფის კულტივაცია-რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, პატრიარქი, მღვდელმთავრები და სასულიერო პირები ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არიან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და  რეალურად დაპირისპირებულნი  მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.

ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“,-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

/</a></iframe>