მსოფლიო ლიდერი კომპანია – SAP Business One

რას ნიშნავს „ციფრულ ბიზნესად“ ყოფნა, რომელი ტექნოლოგიები წარმოადგენენ ციფრული ტრანსფორმაციის მამოძრავებელ ძალას?

საქართველოში სწრაფად მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო  კომპანიები ხშირად საჭიროებენ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალო ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუმენტებია. საქრთველოში არსებული ბიზნეს გარემოსა და რეალობიდან გამომდინარე კომპანიები ხშირად განიცდიან მომხამარებლის საჭიროებებზე/მოთხოვნებზე მორგებადი გადაწყვეტილების მიღების დეფიციტს, კარგავენ ფინანსებზე და სასაქონლო მარაგებზე სრულ ან ნაწილობრივ კონტროლს, შესაბამისად იკარგება ინტელექტუალური ანალიზის, ანალიტიკისა და რეპორტინგის საშუალება. მსგავსი პრეცენდენტების არსებობის შემთხვევაში ხშირად კომპანიები გაკოტრების საშიშროების წინაშე დგებიან.

აღნიშნული პრობლემების განხილვის მიზნით მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ  ქ. თბილისში „რედისონ ბლუ ივერიაში“ მსოფლიო ლიდერი კომპანია – SAP Business One ინოვაციების დღეს გამართავს, სადაც მცირე და საშუალო კომპანიებს თანამედროვე გამოცდილებას გაუზიარებს და ინოვაციურ აპლიკაციას წარუდგენს – შესთავაზებს ხელმისაწვდომ საშუალებებს ბიზნესის სრულყოფილად სამართავად – ბუღალტერია/ფინანსებიდან, შესყიდვებიდან, სასაქონლო მარაგებიდან, გაყიდვებიდან, კლიენტებთან ურთიერთობებიდან,  პროექტების მართვიდან დაწყებული და დამთავრებული სამუშაო/ბიზნეს პროცესებითა და ადამიანური რესურსებით. SAP Business One პროცესების რაციონალიზაციას და თქვენი ბიზნესის უკეთ გაგებას გთავაზობთ, რათა შეძლოთ სწრაფად მოქმედება და რეალური დროის ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

აპლიკაცია SAP Business One შექმნილია სპეციალურად მზარდი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის და იზრდება თქვენთან ერთად, იგი არის მოქნილი, მოდულური, ამავდროულად მძლავრი და მისი მომხმარებლისადმი მეგობრული ინტერფეისის გამო მარტივია გამოსაყენებლად.

თქვენი ბიზნესის ერთიანი ხედვა მუდმივი კონტროლის შესანარჩუნებლად.

 

[R]

">