SAP Business One „ინოვაციების დღეს“ გამართავს

თბილისში, 25 ოქტომბერს 10:00-დან „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ღონისძიება, სადაც  მცირე და საშუალო კომპანიებს მსოფლიო ლიდერი კომპანია – SAP Business One თანამედროვე გამოცდილებას გაუზიარებს, წარუდგენს ინოვაციურ აპლიკაციას და შესთავაზებს ხელმისაწვდომ საშუალებებს ბიზნესის სრულყოფილად სამართავად.

„ინოვაციების დღეზე“  SAP Business One საქართველოში მოღვაწე კომპანიების მფლობელებს, აღმასრულებელ/გენერალურ დირექტორებს, ფინანსური და საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერებსა და სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელბს იწვევს.

ღონისძიებაზე რეგისტრაცია უფასოა!  მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ შესაბამისი ფორმა და მიიღოთ დადასტურების წერილი თქვენს ელ.ფოსტაზე.

სარეგისტრაციო ვებ-გვერდი:  http://events.sap.com/ge/sap-b1-ge/en/home

                                                                                           დღის წესრიგი

10:00 – 10:30 რეგისტრაცია
10:30 – 10:40 მისასალმებელი სიტყვა

ანდრო კიკნაძე, SAP ექაუნთ დირექტორი საქართველოში

10:40 – 11:00 ბიზნესი ციფრულ ეპოქაში: ტენდენციები, გამოწვევები, სამომავლო გეგმები

კრისტიან ეკსი, SAP Business One-ის გაყიდვების რეგიონალური ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში

11:00 – 11:30 ბიზნესის ტრანსფორმაციიდან ციფრულ ტრანსფორმაციამდე (ბიზნეს მოდელირება) 

ალიონა სისოი, არხის განვითარების მენეჯერი, SAP Business One CIS

11:30 – 12:00 SAP Business One როგორც პლატფორმა ციფრული ტრანსფორმაციისთვის

კონსტანტინ კუტეინიკოვი, რეგიონალური გადაწყვეტილების ექსპერტი, SAP Business One დსთ

12:00 – 12:30 შესვენება
12:30 – 13:00 SAP Business One საცალო ვაჭრობისა და სამომხმარებლო სექტორისთვის: ახალი ტექნოლოგიები საქართველოს ბაზრისთვის

 ლევან ქაჯაია, გენერალური დირექტორი, RSM Georgia Solutions

13:00 – 13:30 SAP Business One მშენებლობისა და პროექტების მართვისთვის

გივი ძამაშვილი, BDO Georgia-ს პარტნიორი

13:30 – 14:00 SAP Business One და ბიზნესის ტრანსფორმაცია: ERP პროექტების მიზნები, გამოწვევები და უპირატესობები

პანელური დისკუსია SAP-ის კლიენტთა წარმომადგენლების მონაწილეობით

14:00 – 15:00 ლანჩი, ინტერაქცია, კითხვები და პასუხები

 

">