„სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“

თბილისის პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის გამოკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ყველაფერს მატყუებდნენ, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ვიყავით მე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი, არანაირი ჩვენი მოთხოვნა არ სრულდებოდა, ყველაფერზე უარს გვეუბნებოდნენ, იმასაც გვატყუებდნენ, რომ თემირლანი მხარშია დაჭრილი, ყველაფერი წესრიგშია და ის გადაყვანილია დაკითხვაზეო. თემირლანთან დაკავშირებით ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოვეტყუებინეთ. სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა სათავეში იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“,-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

">