“სანამ კიდევ ვერ გაგირკვევიათ ღილაკების ფერი, “ოცნების” იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა”

ეკა ბესელიამ დღევანდელ სესიაზე ყოფილი თანაგუნდელები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. პარლამენტმა დღეს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ეკა ბესელიას განცხადებით კანონპროექტი მომზადებულა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დაკვეთით. მისივე თქმით ირაკლი კობახიძე, რომელიც კლანთან არის გარიგებული, მათ დავალებებს ასრულებს.

„იმ ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით კიდევ ვერ გაურკვევია ღილაკების ფერი, ან კაბინეტების და ოთახების გარჩევაში ხართ და თანამდებობებს არკვევთ და იქამდე  ვიდრე პრიორიტეტები არის არეული და ვიღაცას ჰგონია, რომ თანამდებობაზე ჯდომა ეს არის ცხოვრების მთავარი საზრისი ამ დროს საზოგადოება შინ და გარეთ ძალიან ღელავენ იმ ცუდი პროექტის გამო, რომელიც არის შემოთავაზებული. მოგწონთ ეს პროექტი, სადაც იუსტიციის საბჭოს  გადაცემული აქვს ესოდენ დიდი ძალაუფლება და რომელსაც შეუძლია დაგიცხრილოთ, დაგიჩეხოთ საკუთარი სურვილებით დაგიკომპლექტოთ სია და ისე გადმოგიგდოთ პარლამენტში როგორც ეს გააკეთა დეკემბრის ბოლო კვირას. ამ პროექტს მისცემთ ხმას სადაც “ქართული ოცნების” იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას მამუკა მდინარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ის რასაც მისი ყოფილი თანაგუნდელი კადრულობს, “ნაციონალურ მოძრაობასაც” კი არ უკადრია.

Image result for მამუკა მდინარაძე„სამწუხაროა ამასობაში რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი გუნდის ყოფილი ერთი ორი წევრი იმას კადრულობს ,რაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსაც კი არ უკადრებიათ,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ეკა ბესელიას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძეც. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ოპონენტები მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად.

Image result for ირაკლ კობახიძეარის პოლიტიკური ინტერესი ჩვენი ოპონენტების მხრიდან და ჩვენ ვხედავთ ვის მიერ არის ორკესტრირებული შეტევა. რომელი პოლიტიკური ძალების, რომელი მედიასაშუალებების მიერ არის ორკესტრირებული  მიზანმიმართული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე. წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და ამ ინსტიტუტისთვის. სასამართლოს  ინსტიტუტისთვის. ბუნებრივია ჩვენ არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და მის მიერ რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილ თანაპარტიელებთან პრეტენზიები აქვს ანრი ოხანაშვილსაც. მისი თქმით, ოპონენტებს, რომლებიც მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ისინი მმართველი გუნდის ყველა ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ.

Image result for ანრი ოხანაშვილი„ჩვენს ოპონენტებს აქვთ ერთი მთავარი მიზანი – მათი პოზიცია არის არაარგუმენტირებული არა სამართალზე, არა კონსტიტუციაზე დაფუძნებული, არამედ წმინდა პოლიტიკით, ვიწროპარტიული ინტერესებით არის ნაკარნახევი. თქვენ ყველას ოპონენტებს გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ თქვენი სურვილია ყველანაირად მოახდინოთ ყველა სწორი, ყველა მართებული გადაწყვეტილების დისკრედიტაცია და ყველას აჩვენოთ თითქოს თქვენ ხართ რაიმე ფორმით მართლები, თუმცა თქვენი ეს პოზიციები საერთოდ არ ეფუძნება არანაირ სამართლებრივ ლოგიკას,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

">