“სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსიც თვითონ არ იცის” – ოხანაშვილი ბესელიას პასუხობს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და პერსონალურ მონაცემების დაცვის პრობლემა – საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ გამოძიება გახმაურებულ საქმეებზე მუშაობს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი საქმე გახსნილია ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც. თუმცა მისი თქმით, გამოწვევები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში გამოძიება საქმეთა 100% ვერ ხსნის.

„ამ მიმართულებით გამოწვევები არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სამართალდამცველი ორგანოები ამას თვალს უსწორებენ და მუშაობენ, რომ  ყველა შესაძლო გამოწვევა და ხარვეზი გამოსწორდეს,“-ამბობს ოხანაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს მის წინამორბედს და ყოფილ კოლეგას, ეკა ბესელიას უპასუხა.

მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა, რომელიც პირადი ცხოვრების კადრებიც მისი კრიტიკული განცხადებების პარალელურად გავრცელდა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შორის „კოლექტიური ტერორისტები“ არიან.  ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ეკა ბესელიას ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის.

„სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს ამ სიტყვების ავტორს არ ესმის ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსიც თვითონ არ იცის-ეს არის სამწუხარო ფაქტი,“ – განცხადა ანრი ოხანაშვილმა.

">