„სამი ფსევდო-რელიგია გაბატონდა – მიშას მოწმეები, მიშას განკვეთილები და ოცნების ადეპტები“

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებას – „რომ მჯეროდეს, ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მჯერა, რომ ეს ასე არ არის“ – ეხმაურება.

„სისტემური კორუფცია რწმენის საკითხი არ არის, რომ გჯეროდეს, ან არ გჯეროდეს. თუმცა, ჩვენთან პოლიტიკაში უკვე სამი სექტა, სამი ფსევდო-რელიგია გაბატონდა – მიშას მოწმეები, მიშას განკვეთილები და ოცნების ადეპტები“, – წერს გია ხუხაშვილი.

">