შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდა

შალვა თადუმაძე მთავარი პროკურორობის კანდიდატი გახდა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან, შალვა თადუმაძემ 12 ხმა მიიღო. კენჭისყრა ფარულად გაიმართა.
საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან სხდომას 13 ესწრებოდა, აქედან კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.
შერჩეულ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგენს, საბოლოოდ კი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს პროკურორი.
მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი.