სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ ვიზიტის შესახებ საუბარი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან დღევანდელ შეხვედრაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებს ნატო-სა და ევროკავშირში გამართავს.

წყარო: 1tv.ge

">