ზურაბიშვილის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილიინაუგურაცია სავარაუდოდ, თბილისში არ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინაუგურაციის ჩატარების ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, თუმცა კონკრეტულად რომელში გაიმართება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 59 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. პრეზიდენტიინაუგურაცია 16 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა.

წყარო: ipn.ge

">