სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილიშეხვედრა დღეს შედგება.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში 16:00 საათზე გაიმართება.

როგორც პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, საუბარი შეეხება როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.

ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტიშეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

წყარო: 1tv.ge

">