საკრებულოს ოპოზიცია მოუწოდებს კალაძეს, უკან გაიწვიოს 2018 წლის ბიუჯეტი

საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ოპოზიცია არ აპირებს მხარი დაუჭიროს წარდგენილ დოკუმენტს და დედაქალაქის მერს მთავარი საფინანსო დოკუმენტის უკან გაწვევასა და შეცვლას სთხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები გაზრდილია.

„მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ თბილისელს უარი უთხრეს ელემენტარულ დახმარებაზე და ელემენტარული პრობლემების მოგვარებაზე და მიზეზად თანხების უქონლობას ასახელებდნენ, აღმოჩნდა, რომ მათ გასულ წელს 34 მილიონი ლარი ვერ აითვისეს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო საბიუჯეტო ცვლილებები.

კახა კალაძე არ ასრულებს თავის დაპირებას და იმის მაგივრად, რომ ბიუროკრატია მკვეთრად შეემცირებინა და 40 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლება აქედან, ის კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას ახალი შპს-ების, ახალი აიპ-ების, ახალი სამსახურების შექმნის გზით“,-განაცხადა ნადირაძემ.

">