საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებს საერთაშორისო ორგანიზაცია მიანიჭებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოში სასტუმროებს ვარსკვლავებს საერთაშორისოდ აკრედიტებული ორგანიზაცია მიანიჭებს. ამის შესახებ მან bpn.ge-სთან თქვა.

ჩოგოვაძის განმარტებით, საქართველოში არსებული სასტუმროები შეძლებენ ვარსკვლავის მინიჭების თხოვნით შეძლებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ ორგანიზაცია UNION STAR-ს მიმართონ.

მისი თქმით, პროცედურა სავალდებულო არ იქნება და ვარსკვლავის მინიჭების საკითხი მხოლოდ სასტუმროების მენეჯმენტზე იქნება დამოკიდებული.

“ეს მათ საიმიჯოდ დაეხმარებათ. თუმცა ვეჭვობ, რომ ქვეყანამ მიიღოს რაიმე მკაცრი რეგულაცია ამ კუთხით და ეს პროცედურა სავალდებულო გახდეს. UNION STAR-ს ესაა კომპანია, რომელიც 30-მდე ქვეყანაში ანიჭებს ვარსკვლავებს სასტუმროებს. ვარსკვლავების მინიჭება სხვადასხვა მოდელით ხდება“, – აცხადებს ჩოგოვაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დაგეგმილია კერძო სექტორთან შეხვედრები და სწორედ ამის შემდეგ გამოიკვეთება, რამდენად დიდია სასტურმოების სურვილი, რომ აკრედიტირებული ორგანიზაციისგან მიიღონ სტანდარტების აღიარება. ჩოგოვაძის თქმით, ამ დროისთვის არც ის ღირებულებაა განსაზღვრული, რაც სასტუმროებს აღნიშნული პროცედურა დაუჯდებათ. „UNION STAR წამყვანი ორგანიზაციაა, რომლის წამრომადგენლებიც საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ. გავეცანით მათ შემოთავაზებას და მუშაობის სპეციფიკას. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ვარსკვლავების მინიჭების მიმართულებით დატვირთვა შეცვალა. როდესაც Booking.com-ზე ან TripAdvisor-ზე ნახულობს სასტუმროს მომხმარებელი, იქ მინიჭებული ვარსკვლავი ასახავს იმ შეფასებებს, რომელიც მათმა მომხმარებლებმა გააკეთეს. შესაბამისად, ვფიქრობ, მომავალში ეს საკითხი კიდევ უფრო გააქტიურდება და კონკრეტული ადამიანების შეფასებებზე იქნება დამოკიდებული ამა თუ იმ მომსახურების მიღების ავკარგიანობა”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

">