საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველო დღეს  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად, ქვეყანას 7 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია სტუმრობს.

დღეს, პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

/</a></iframe>