საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ახალი სახელით გააგრძელებს საქმიანობას

საქართველოში ერთერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფიბიჯეო“ საქმიანობას განაგრძობს ახალი სახელით – „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital). კომპანიის ახალი სახელი, „საქართველოს კაპიტალი“ უკეთ ასახავს კომპანიის ფოკუსს, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და ქართულ კომპანიებში ინვესტირებას გულისხმობს, მათი შემდგომი განვითარების მიზნით. მას შემდეგ, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში საბოლოოდ დასრულდება საინვესტიციო და საბანკო მიმართულების გამიჯვნა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი იქნება ორი დამოუკიდებელი კომპანია: „Georgia Capital PLC“ და „Bank of Georgia Group PLC“.

2018 წლის თებერვლის ბოლომდე „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლები, მენეჯმენტის გუნდის ჩათვლით, გადაინაცვლებენ ახალ სათავო ოფისში, მისამართზე: ტატიშვილის ქ. 3/5.

 

[R]