საია: პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი თავად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი თავად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით. საია-ს პროექტის კოორდინატორის ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, სამეგრელოში მცხოვრები ოდენა ბარამია, რომელიც სავარაუდოდ გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სსკ-ს შესაბამისი მუხლით, თუმცა მოგვიანებით კვალიფიკაცია შეეცვალ და ბრალი ბარამიას წაეყენა ცრუ დასმენისთვის.

ოდენა ბარამიას ვერსიით, პოლიციის მხრიდან შემოწმების მომენტში ის დაექვემდებარა ცემას პოლიციის მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ განყოფილებაში ხდებოდა მის მიმართ ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო პოლიციელები აცხადებენ, რომ მათ დაინახეს თხრილში ჩავარდნილი მანქანა და დაინახეს ადამიანი, რომელიც მანქანიდან გადმოვიდა უკვე დაზიანებებით“,-განაცხადა ციმაკურიძემ.

 

">