საგანგაშოა, რომ თვითმხილველები საუბრობენ არასათანადო მოპყრობაზე, რომ დაიღუპა თავისუფლების აღკვეთის ადგილას – ლომჯარია კვარაცხელიაზე საუბრობს

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზების გამოსაძიებლად. ნინო ლომჯარია საგანგაშოს უწოდებს საქართველოს მოქალაქის თავისუფლების აღკვეთის ადგილას დაღუპვას და ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ელის. მისივე თქმით, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმის აუცილებლობას.

საგანგაშოა ის გარემოება, რომ თვითმხილველი და ადგილობრივები საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე, რა თქმა უნდა საგანგაშოა ის, რომ სწორედ თავისუფლების აღკვეთის ადგილას დაიღუპა, გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომლის გარშემოც ამდენი კითხვები არსებობს და იმედს ვიტოვებ რომ ექსპერტიზა დაადგენს გარდაცვალების მიზეზებს. შეახსენებს ეს ფაქტები ყველა, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან,”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

">