საგამოძიებო კომისიის შექმნა არასერიოზულია – მამუკა მდინარაძე “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

მოგწონთ ახალი "News.ge"-ს საიტი?
ვის აძლევთ ხმას არჩევნებზე?
  • 760
  • 604
  • 596
  • 60
  • 36
  • 25
  • 23
  • 22
თიბისი ბანკის“ საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის მიუღებელია. მამუკა მდინარაძის შეფასებით, არგუმენტების გარეშე კომისიის შექმნა არასერიოზულია.

ის იმ სკანდალურ წერილსაც გამოეხმაურა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. მამუკა მდინარაძემ გზავნილს “ნაბეჭდი ფურცელი” უწოდა.

„ეს ყველაფერი იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა ხაზარაძემ თავისი მეგობრისგან ისე, რომ იმ დღეს იყო „თიბისი ბანკიდან“ ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის, ამით უნდა დავინტერესებულიყავით და გაჩნდა რაღაც ფურცელი საქმეში, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთი მხრივ, პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი, მეორე მხრივ, ყურადღება სხვა თემაზე გადატანილიყო და ეს წარმატებით გამოვიდა, როგორც ვატყობ ამ დღეების განმავლობაში, აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შექმნა არის არასერიოზული,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სკანდალური წერილი გუშინ პროკურატურამ გაასაჯაროვა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც, “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მტკიცებით, მან გიორგი გახარისგან მიიღო. წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს სამი პირობის შესრულებას სთხოვდნენ:

პირველი – ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე – ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობის” რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე – ტელეკომპანია “არტარეა,” რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

">