საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა

საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე გამოცხადდა, სტრასბურგში კი თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. სროლას, რომელიც ქალაქის ცენტრში, კლებერზე, ხალხმრავალ საშობაო ბაზრობასთან ახლოს მოხდა, 3 ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებენ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. სროლის დროს ქალაქის ცენტრში 20-მდე ქართველი სტუდენტი და რამდენიმე არასრულწოლოვანი იმყოფებოდა, თუმცა, მათ სახიფათო ტერიტორია უვნებლად დატოვეს.

ქალაქის ცენტრში ყველა შენობა დახურეს და ხალხს გარეთ გამოსვლა აუკრძალეს. სროლის ადგილთან ახლოს მდებარეობს ევროპარლამენტიც, რომელიც უსაფრთხოების მიზნით ალყაში მოაქციეს.

პოლიცილებმა თავდამსხმელის კვალს მომხდარიდან ორ საათში ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მიაგნეს, მოხდა ორმხრივი სროლაც, თუმცა დამნაშავემ გაქცევა მოახერხა. სავარაუდოდ, ის დაჭრილია. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილი იყო. ის ადგილობრივია. პოლიციელებმა დამნაშავის ბინა გაჩხრიკეს და ხელყუმბარები იპოვეს.

სტრასბურრში ყველა გამვლელ მანქანას ამოწმებენ. გაამკაცრეს კონტროლი გერმანიიის საზღვარზეც, სადაც სტრასბურგიდან მიმავალ მანქანებს გერმანელი პოლიციელები ჩხრეკენ.

ამ დროისთვის სპეცრაზმი მობილიზებულია ერთ-ერთ რაიონში, სამართალდამცველებს მთელი დასახლება ალყაში აქვთ მოქცეული. საავარაუდოდ თავდამსხმელი მაღაზიის შენობაშია ბლოკირებული.

წყარო: რუსთავი 2

">