საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

საფრანგეთის მთავრობამ, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

ღონისძიებები 10-11 ნოემბერს გაიმართება. პარიზში ელოდებიან დელეგაციებს მსოფლიოს 98 ქვეყნიდან. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფერ კასტანერის ინფორმაციით, დედაქალაქში წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 10 ათასამდე პოლიციელი.

განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი იმოქმედებს სასტუმროებთან, სადაც უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურები და მათი თანხმლები პირები იცხოვრებენ და პარიზის ღირსშესანიშნაობებთან. მათ შორის ორსეს მუზეუმთან, სადაც 10 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვახშამზე უმასპინძლებს 72 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს, მათ შორის აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს. განსაკუთრებულად დაცული იქნება პარიზის ფილარმონიაც, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართება.

საფრანგეთიპოლიცია წესრიგის დასაცავად ემზადება პარიზში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტის საწინააღმდეგო დემონსტრაციის გამოც, რომელშიც სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე ათასი ადამიანი.

წყარო: imedinews.ge

/</a></iframe>