„სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, მაგრამ იმის დაწერა, რომ სამეგრელოში მოიგეს, არის იქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა“

სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე – მართლა?! არ გრცხვენიათ?, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სამეგრელოში სალომე ზურაბიშვილზე უფრო მეტი ხმა დაიწერეს, ვიდრე გრიგოლ ვაშაძეზე – მართლა?! სამეგრელოში უფრო მეტი ხმა აიღეს „ქოცებმა“, ვიდრე ჩვენ? არ გრცხვენიათ? ეს ხომ არის ნამდვილი გაუპატიურების მცდელობა, მათ შორის მაგალითად, სამეგრელოს საზოგადოების.

მესმის, რომ სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, სამეგრელოში ორი აზრი არ არის ამ თემაზე. იმის დაწერა, რომ იქ მოიგეს, არის შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება სამეგრელოს თითოეული მკვიდრის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: 1tv.ge

">