საბერძნეთში 24 წლის ქართველი გოგონა გარდაცვილი იპოვეს

საბერძნეთის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქე, 24 წლის გოგო გარდაცვილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოკლულია. მას ერთი თვის ჩვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ მოხდა. გოგონა შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ათენში ცხოვრობს გოგონას დედაც.

მომხდარზე ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონსულოც, რომელიც გარდაცვალებას ადასტურებს.

">