საბერძნეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

საბერძნეთმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, ხოლო რუსეთის კიდევ ორ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე კომენტარი უკვე გააკეთა და საბერძნეთს „სარკისებურ პასუხს“ დაჰპირდა.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნიდან გაძევებულ დიპლომატებს ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებასა და გავრცელებაში სდებენ ბრალს. ასევე, ისინი ბერძენი მაღალჩინოსნების მოსყიდვას ცდილობდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ რუსეთი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

/</a></iframe>