სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

სააპელაციო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე  უარი უთხრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე შოთა გეწაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება, რის საფუძველზეც დაცვის მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, რომ დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად, რის საფუძველზეც თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს. ჩაბუქს წინასაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

 

">