სააკაშვილი: ყველაფერი მიდის იმაზე მაგრა, ვიდრე წარმომედგინა, მე გაძლევთ გარანტიას,რომ არავინ არ იქნება დათხოვილი სამსახურიდან

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს, მომდის მთელი ინფორმაცია, ყველაფერი მიდის ძალიან მაგრა, იმაზე მაგრა, ვიდრე წარმომედგინა, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

ახლა მინდა ვუთხრა ადმინისტრაციული რესურსის წარმომადგენლებს, ოცნების შტაბის წევრებს და დამკვირვებლებს, შედეგი უკვე განპირობებულია მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, თუ ახლა მიიღებთ რაიმე ინსტრუქციას, ჩაყრის, გაყალბების, თავზე ხელის აღების, მე გაძლევთ გარანტიას,რომ არავინ არ იქნება დათხოვილი სამსახურიდან, მე გაძლევთ გარანტიას, რომ არავის არავინ არ შეეხება, მე გაძლევთ გარანტიას, რომ სრულიად დაცული იქნება თქვენი უფლებები და ვერავინ ვერ გაიაზრებს ვერანაირ რევანშს ან უბედურებას, ოღონდ ახლა არავინ არ აიღოთ თავზე ხელი.

ყველანი ქართველები ვართ ხალხნო, ყველანი ჩვენი სამშობლოს შვილები ვართ, ჩვენი სამშობლო თავისუფლდება, დღეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების დღე, ნუ აღიქვამთ ამას მარცხად და არ შეასრულოთ იმ ერთი კაცის გიჟური ინსტრუქციები. ყველაფერი გამოვა, ჩვენ მოვნახავთ საერთო ენას. ჩვენ ერთად, ხელჩაკიდებული განვავითარებთ ჩვენს სამშობლოს“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Georgia

ყველაფერი მიდის ძალიან მაგრად!✌️

Posted by Mikheil Saakashvili on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

">