„მთელი დღის განმავლობაში ხალხს ფული მოჰქონდა“

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს გუშინ უმაღლესი რადას წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ფული და პროდუქტები დემონსტრაციულად გადასცეს. ასევე, „უნიანის“ ინფორმაციით, სააკაშვილის მომხრეები კარვების ქალაზე მოსალოდნელი შტურმის მოსაგერიებლად ემზადებოდნენ.

„მას შემდეგ, რაც მე მოსახლეობას ამის შესახებ ვთხოვე, მთელი დღის განმავლობაში ხალხს ფული მოჰქონდა. დღეს მოვიდა ქალი – ამ ჩანთით მომიტანა ათასო დოლარი“, – განაცხადა სააკაშვილმა. როგორც უკრაინული სააგენტო წერს, ის დაახლოებით 1000-მდე მხარდამჭერს მიმართავდა.