უკრაინული პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევის მოსახლეობას მშვიდობიან აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Censor.net-ი ავრცელებს.
„პოლიციას ისინი არ უყვარს. ჯარი ჩვენს მხარეზეა. მთელი გზა СБУ-ელები „ბარიგა“ პოროშენკოს ლანძღავდნენ. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს. ჩვენ მილიონები ვართ. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ციტირებს სააკაშვილს სააგენტო.