სააკაშვილის კარვების ქალაქთან Femen-ის აქტივისტი გაშიშვლდა

ორგანიზაცია Femen-ის ერთ-ერთმა აქტივისტმა დღეს დილით სააკაშვილის კარვების ქალაქთან პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა. როგორც უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის ვებგგვერდზე წერია, ქალს ტანზე უცენზუროდ ჰყავდა მოხსენიებული უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.

პოლიციამ ოპერატიულად იმოქმედა და გაშიშვლებული ქალი ტერიტორიიდან გაიყვანა.