სააკაშვილი ევროკავშირს და ანგელა მერკელს დახმარებას თხოვს

მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირს და ანგელა მერკელს დახმარებას თხოვს. ამის შესახებ DW-ს ინფორმაციით, მან გერმანულ გაზეთს Bild-ს განუცხადა.

კიევის კაფეში მამაკაცები ნიღბებით დამესხნენ თავს, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში ჩამიყვანეს. ამ ქმედებების უკან დგას უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, თუ ევროკავშირი, კერძოდ კი ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებს უკრაინა კრახს განიცდის.

„პოროშენკო ამ ქვეყანას ანგრევს და ჩემი თავიდან მოშორება სურს, რადგან მე ვამჟღავნებ კორუფციას“, – აცხადებს ექსპრეზიდენტი.

/</a></iframe>