Ryanair-ის პილოტების გაფიცვის გამო 400-მდე ფრენა გაუქმდა

უმსხვილესი ავიაკომპანიის Ryanair-ის პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. გაფიცვის გამო 50 ათასი მგზავი დაზარალდა, გადაიდო 400 ფრენა. გადადებული ფრენები ძირითადად გერმანიაში, შვედეთში, ირლანდიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში უნდა განხორციელებულიყო.

BBC-ის ინფორმაციით, Ryanair-ში აცხადებენ, რომ კომპანიამ გააკეთა ყველაფერი რათა გაფიცვას ადგილი არ ჰქონოდა. მათივე განცხადებით დაგეგმილი ფრენების 85% შეუფერხებლად შესრულდება.

მფრინავთა პროფკავშირები, რომელმაც გაფიცვას გაუწია ორგანიზება, ითხოვენ, რომ Ryanair-მა პილოტებთან ხელშეკრულებები გააფორმონ იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება ის. ამჟამად კონტრაქტი მხოლოდ ირლანდიური შრომის კოდექსის მიხედვით ფორმდება.