რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში რუსი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველმა დაწერა, საეჭვო გარემოებაში დაიღუპა

რუსი ჟურნალისტი, რომელმაც სირიაში რუსული კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა, საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინციდენტის ეკატერინბურგში მოხდა. როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, 32 წლის ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას.

მაქსიმ ბოროდინი რუსულ საინფორმაციო პორტალ „ნოვი ძენ“-ში მუშაობდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აშშ-ს მიერ დაახლოებით 200 რუსი დაქირავებული მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინციდენტი როგორც აშშ-მ, ასევე სირიაში მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა დაადასტურეს ოფიციალურ მოსკოვს მომხდარზე არც კომენტარი გაუკეთებია და არც საპასუხო ზომები მიუღია. როგორც ცნობილია, ე.წ ვაგნერის დაჯგუფების 200 მებრძოლის ლიკვიდაცია აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა და საჰაერო ძალებმა ისე მოახდინეს, რომ მათ მხარს დანაკარგი არ ყოფილა.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მაქსიმ ბოროდინის გარდაცვალებას საეჭვოდ მიიჩნევს და „სრულყოფილ და თავისუფალ გამოძიებას“ ითხოვს.

 

">