„რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ საგარეო გამოწვევბი გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე“

რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა და რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გამოწვევები იყოს მძიმე.

„საკვირველი იქნებოდა, რომ მედვედევს სხვა განცხადება გაეკეთებინა. დიდი ხანია, ენერგეტიკული ომი მიმდინარეობს, რასაკვირველია, მედვედევის და რუსეთის ინტერესების სხვა არის, ხოლო ჩვენი ინტერესები – სხვა.

ყოველთვის ვამბობდით და გავიმეორებთ, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, არავის წინაღმდეგ არ არის მიმართული.

საქართველოს, პატარა ქვეყანას, სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ამ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთი არათუ არ იძლევა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა საგარეო გამოწვევები გვქონდეს ძალიან მწარე და მძიმე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

/</a></iframe>