„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ – აშშ ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ ბორდერიზაციას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს სოფელს ატოცში რუსეთის მიერ წარმოებულ „ბორდერიზაცია“-განცხადება ამის შესახებ twitter -ის გვერდზე საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ გამოაქვეყნა.

„ღობეების აღმართვა ზიანს აყენებს საარსებო საშუალებებს და ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“, – წერია განცხადებაში.

სოფელ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართების გავლება ორი დღის წინ დაიწყეს.

მოსახლეობის კუთვნილი დამუშავებული მიწა უკვე მიტაცებულია, 30 ჰექტარი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>