რუსეთის შსს-მ თანამშრომლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დასვენების უფლება მისცა

რუსეთის შს მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელშიც რუსეთის შსს-ს წარმომადგენლებს უსაფრთხო დასვენება შეეძლებათ 2018 წელს. ამის შესახებ რუსული „დოჟდი“ რუსეთის ტურისტულ ოპერატორების ასოციაციაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტის თანახმად რუსეთის შსს-ს თანამშრომლებს დასვენება შეეძლებათ აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ვიეტნამში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ჩინეთში, კუბაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. როგორც დამტკიცებულ დოკუმენტში წერია, ქვეყნების ჩამონათვალი შეიქმნა „სამხედრო-პოლიტიკური, კრიმინოგენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით“.

/</a></iframe>