რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ეშინია

რუსეთში Левада-центр-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% შიშობს, რომ სირიის ომი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 16%-ს სირიის ომის მესამე მსოფლიოში გადაზრდის „ძლიერი შიში აქვს“, ხოლო 41% „გარკვეულწილად შიშობს“ რომ შეიძლება ასე მოხდეს. გამოკითხულთა 38%-ის აზრით კი ასეთი სცენარი რეალისტური არ არის.

ასევე, Левада-центр-ში აცხადებენ, რომ რუსეთის მოსახლეობის სულ უფრო ნაკლები ნაწილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს სირიის კონფლიქტში ქვეყნის ჩართულობას.