რუსეთი: უკრაინული ხომალდები რუსულ ხომალდებს იარაღით ემუქრებოდნენ

ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები რუსულ ხომალდებს იარაღით ემუქრებოდნენ – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში უკრაინული ხომალდების გავლა არ დაუშვა, მათ არტილერია დაუმიზნეს.

რუსეთი კონფლიქტს უკრაინის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.

25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინარუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.

26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

წყარო: imedinews.ge

">