„რუსეთი ვერანაირად ვერ აარიდებს პასუხისმგებლობას თავს ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით“

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროგანცხადებას გამოეხმაურა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი ვერ აარიდებს თავს პასუხისმგებლობაარჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთმა პირველ რიგში ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემა უნდა უზრუნველყოს.

„რუსეთის მხარე ფაქტობრივად ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა. რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, მან უპირველეს ყოვლისა უნდა უზრუნველყოს ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა ოჯახისთვის. რაც შეეხება რუსეთის საგარეოს ამ განცხადების სხვა ელემენტებს, კერძოდ რაც შეეხება ჟენევის ფორმატის თემას, ამაზე, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გააკეთებს კომენტარს“,-განაცხადა აბაშიძემ.

">