„მე ვიცი ახლა რას განიცდის ის“

სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვლის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. რულოვსის თქმით, ეს მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, „როცა მიშაა ჩართული პროცესებში, ყოველთვის ისე ვითარდება მოვლენები, როგორც  არავინ არ ელოდება“.

„თვეებია ამას ველოდებოდი, ბოლო კვირები განსაკუთრებით, როცა მის ირგვლივ ყველას დეპორტირება გაუკეთეს ან ცემეს ან შეაშინეს, მიშაც ელოდებოდა ამას, მაგრამ არ ჩერდებოდა მისი აქტიურობა პარტიასთან ერთად და ხალხის გაღვიძება მოახერხა ამ ბოლო კვირებში და მე მგონი სახეზეა შედეგი, რაც დღეს მოხდა, ეს რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, შევარდნენ მის ბინაში, კიევის ცენტრში აიყვანეს, ჩატენეს მარშუტკაში.

მე ამ ღამეს მომწერა რაღაც საორგანიზაციო საკითხი, მე ვუთხარი, ფრთხილად ყოფილიყო, მე ვნერვიულობ, ვუყურებ პირდაპირ ეთერში რაც ხდება, ვიღებ მომხრეებისგან ინფორმაციას, მშვიდად კი არ ვარ, მაგრამ იმედით ვარ, რადგან ვხედავ ეკრანიდან, რომ მისი მომხრეები და უკრაინელი ხალხი მის გვერდშია. როცა მიშაა ჩართული პროცესებში, ყოველთვის ისე ვითარდება მოვლენები, როგორც  არავინ არ ელოდება.

მე ვიცი ახლა რას განიცდის ის მარშუტკაში და რომ ძალიან განიცდის და იცის, რომ ეს არის ძალიან გადამწყვეტი მომენტი მისთვის“,-განაცხადა სანდრა რულოვსმა.