„რუის-ურბნისის ეპარქია მღვდელმსახურ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს“

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის მიერ,  „TV პირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადებების გამო, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) სინანულს გამოთქვამს და მომხდარის გამო, სასულიერო პირთან მიმართებით მკაცრ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ამა წლის 3 ივლისს ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა „რეაქციაში“ მონაწილეობა მიიღო რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამთქვა სინანული მომხდარის გამო, ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“,-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

">