ინაშვილი: რომელი მოკლული შვილი გადარდებთ თქვენ, გირგვლიანის, რობაქიძის მერე

ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას, ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„ვიყავი ყველგან, სადაც თქვენი რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აწამებდა და ქვეყანას სადაც აზიანებდა. რა შვილმოკლულ მამაზე დარდობთ და რომელი მოკლული შვილი გადარდებთ თქვენ, წვევამდელები პირდაპირ ჩაახოცინეთ გორის გზაზე, აგვისტოს ომის დროს. თქვენ არ გადარდებთ ადამიანები, ორივეს მოგმართავთ, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მეორე „ნაციონალურ მოძრაობასაც“, ბოკერიას სახით, არც ევაკუაცია განახორციელეთ, მშვიდობიანი მოქალაქეები, პატარა ბავშვები დატოვეთ ფრონტის ხაზზე და მიწები ჩააბარეთ მტერს.

მორალური უფლება არ გაქვთ, ხმას იღებდეთ და ჩვენ გველაპარაკებოდეთ, გვრცხვენოდეს, ჩვენს შვილებს ჩავხედოთ თვალებში. თქვენ როგორ უყურებთ თქვენს შვილებს თავლებში გირგვლიანის, რობაქიძის მერე, ამდენი მკვლელობის მერე, 145-ზე მეტი ახალგაზრდა, კონკრეტული გვარებია, ვინც თქვენ მოკალით ქუჩაში.

გამოვიტანოთ დროულად საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას. თქვენ რომ ადამიანმა საშუალება მოგცეთ, პირდაპირ დაგვხვრეტდით ყველას, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, რომ არ გაქვთ ამის საშუალება, არ მოგეცემათ ამისი საშაულება. ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

">