როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით,   23 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 – 28 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.

">