„როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ“

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ. თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა, ხომ არ იწერდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნებს იწვევს აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა და ეს დასტურდება ინგლისსა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით.

„ის, რომ ინგლისის ორმა საექსპერტო ბიურომ თქვა, რომ არ არის ავთენტური, თქვა, რომ არის დაჭრილი, დამახინჯებული და შეკერილი რამდენჯერმე, ასევე თქვა ჩვენმა საექსპერტო ბიურომაც. შესაბამისად, ამ ჩანაწერებს დიდ ანგარიშს ვერ გავუწევთ.

ყველაზე საინტერესო, რაც „რუსთავი 2“-ით ვრცელდებოდა, ალბათ, თვითონ ოქუაშვილის ინტერვიუა. ქალბატონი ეკა კვესიტაძე და მისი დირექტორი ერთად ცდილობდნენ, როგორმე რაღაც ისეთი ეთქვა იმ კაცს, ისეთი, რაც წინასწარ იცოდნენ. ჩვენ ეს ვნახეთ. ამ ინტერვიუში ის იყო მნიშვნელოვანი, რომ ის იყო ჩემთან კაბინეტში მეორედ და მე თურმე ვანიშნე ოთხი თითით. ამ აბსურდზე მინდა გავამახვილო ყურადღება.

ჩემთან მოსული კაცია, თუ ჩაწერების მეშინია, შემიძლია შევამოწმო. როგორც წესი, არ ვამოწმებ ჩანაწერებზე. ყველას შეუძლია ჩემთან შემოიტანოს აპარატურა. ის ორჯერ იყო ჩემთან მოსული. პირველად ნახა, რომ არ შემიმოწმებია და მეორედ შეეძლო თავისუფლად ამით ესარგებლა, რაშიც ის პროფესიონალია, როგორც ჩანს… ეს კაცი ყველაფერს იწერს და რატომღაც ეს ჩანაწერი დღემდე არ ჩანს და ვერ იქნება.

მე მაყურებელს მინდა ვკითხო, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ და ვეუბნები და ვერ ვლაპარაკობ, რომ მეშინია არ ჩამიწერონ… თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა.

მთავარი, რაც არის კითხვა, რაში უნდა გადაეხადა ამ კაცს ფული? რისთვის უნდა გადაეხადა? მთელი თვეა თემა მუსირებს, რომ ამ კაცმა ფული გადაიხადა და რაში გადაიხადა ფული? მთავარი კითხვა, რისთვის გადაიხადა ქრთამი ოქუაშვილმა?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

/</a></iframe>