„როცა ჟურნალისტს ეუბნები, შენი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, რამდენი რეკლამა მექნება, ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას“

არგუმენტი, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოადგინა, რომ ჟურნალისტების მოტივაციისთვის სჭირდება კომერციული კომპონენტი,ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა დ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარეობს.

„როდესაც ჟურნალისტს ეუბნები – შენი ხელფასი დამოკიდებულია იმაზე, მე რეკლამა რამდენი მექნება, ეს კლავს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. მეც კი, კომერციული მაუწყებელი, ვცდილობ, რომ ჩემი ჟურნალისტები დავიცვა ამ ტიპის შეხებისგან, რომ მათზე არ იყოს დამოკიდებული სარეკლამო ნაწილი“, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

წყარო:„ინტერპრესნიუსი“

 

">